დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული წლიური მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს. წერტილს, რომელსაც მზის ცენტრი სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთისაკენ მოძრაობისას გადაკვეთს, ეწოდება გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, დიამე-ტრულად საწინააღმდეგო წერტილს კი შემოდგომის ბუნიობის წერტილი.
Source: ლიტერატურული ძიებანი №26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005