1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

განგება

წმიდა აუგუსტინუსის თქმით,- არის წესრიგი, რომლითაც ყველაფერი კეთდება როგორც ამას ღმერთი ინებებს. ღმერთის განგება არის ყველა მოვლენის მიზეზი. თუ განგება როგორ მოქმედებს, ამას ჩვენი გონება ვერ მისწვდება, მაგრამ არსებობს მიზეზი მოქმედი და ყოვლად ძლიერი, რომელიც მოვლენებს აწესრიგებს და რომლის გარეშე ისინი ვერ იქნებოდნენ, რამეთუ უმიზეზოდ არაფერი არ არსებობსო.
ნემესიო ემესელის თქმით, - „განგება არის ღმრთეებრი მზრუნველობა... განგება არის ღმრთის ნებელობა... გამგე არის ღმერთი, ხოლო მისი ნებელობა – განგება“ , გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებია: ღმერთის გან¬კარგულებით ხდება ყველაფერი. „ვეფისტყაოსანში განგება არის ღმერთის ნება, თვითონ ღმერთი და მის ხელშია ყოველივე, - მის გარეშე არაფერი არა ხდება; მის გადაწყვეტილებას ვერავინ გადალახავს.
Source: ლიტერატურული ძიებანი №26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9