1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლემიკა

სასულიერო ლიტერატურის დარგი, მჭიდროდაა დაკავშირებული დოგმატიკასთან. გულისხმობს სიტყვისგებას, ლიტერატურულ პაექრობას სხვადასხვა რელიგიებთან თუ ქრისტიანულ მწვალებლობებთან. ერთი სიტყვით, თუ დოგმატიკა იყო ერთგვარი ფარი მართლმადიდებლობის გარეშე თუ შინაური მტრების მოსაგერიებლად, პოლემიკა იყო ის მახვილი, ის იდეური იარაღი, რომლითაც ქრისტიანობა შეტევას ახორციელებდა მტრული რელიგიებისა თუ მისსავე შიგნით აღმოცენებული ერესების წინააღმდეგ. ამიტომ საეკლესიო მწერლობის მრავალი ძეგლი ერთდროულად დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათისაა, ანუ პოლემიკურ ლიტერატურულ ნიმუშს ყოველთვის ახლავს დოგმატიკური ელემენტი და, პირიქით, დოგმატიკურ ნაწარმოებს არც თუ იშვიათად დაჰკრავს პოლემიკური ელფერი. დოგმატიკასა და პოლემიკას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის საუცხოო ნიმუშს წარმოადგენს ძველ ქართულ მწერლობაში ცნობილი კრებული „დოღმატიკონი“, რომელიც 16 დოგმატიკურ და 31 პოლემიკურ ტრაქტატს აერთიანებს. პოლემიკური მწერლობა იდეოლოგიურ შეტევას ახორციელებდა წარმართობის, იუდაიზმისა და მაჰმადიანობის წინააღმდეგ, ხოლო ქრისტიანულ მწვალებლობათაგან - არიანობის, ნესტორიანობის, მონოფიზიტობის, ორიგენიზმის, ავგუსტინიზმის, მონოთელიტობის, ხატმბრძოლობის, კათოლიციზმის წინააღმდეგ.
Source: ლიტერატურული ძიებანი №26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9