1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრეცესია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნეში ბერძენი მეცნიერის ჰიპარქეს მიერ იქნა აღმოჩენილი. დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის გამო გაგანიერებულია ეკვატორის სიბრტყეში და შეკუმშული პოლუსებთან. მსოფლიო მიზიდულობის ძალის მოქმედების შედეგად, დედამიწაზე დიდ გავლენას, სხვა პლანეტებთან შედარებით, მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები ახდენენ. სწორედ მათი ზეგავლენით ხდება დედამიწის ბრუნვის ღერძის (PD) ორიენტაციის ცვლილება სივრცეში, თანაც ისე, რომ ეკლიპტიკისადმი მისი დახრის კუთხე უცვლელი რჩება. ანუ ადგილი აქვს დედამიწის ღერძის ნელ მოძრაობას წრიულ კონუსზე, რომლის სიმეტრიის ღერძი (BD), ეკლიპტიკის სიბრტყის პერპენდიკულრულია. სწორედ ამ მოძრაობას ეწოდება პრეცესია.
Source: ლიტერატურული ძიებანი №26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9