1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ივა ივლ ივრ

ივლიანიტობა

ანუ ეპ. ივლიანე ჰალიკარნასელის (VI) სწავლება - ქრისტე მოგვევლინა როგორც ახალი ანუ მეორე, ე.ი. ცოდვამდელი ადამი, ვისი ხორციც არ იხრწნებოდა და არ კვდებოდა (ხრწნა ცოდვის შედეგია). აქედან ცხადია, - მაცხოვრის გვამი განკაცებისთანავე შეიმოსა უხრწნელებით და ამ ფაქტთან მისი მიწიერი ცხოვრების (მას რომ სციოდა, სტკიოდა, შიოდა, რცხვენოდა) შეუთანხმებლობა არის მხოლოდ მოჩვენებითი, ზედაპირული. მაშასადამე, ივლიანეს აზრით, ღმერთკაცი იყო უვნებო; თურმე მას რეალურად არც სციოდა, არც სტკიოდა, არც შიოდა და არც რცხვენოდა (როდესაც ყვრიმალს სცემდნენ). ამიტომ ივლიანიტებს ,,უხრწნელმოჩვენებითებს’’ (,,აფთარტოდოკეტაი’’) ეძახდნენ.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9