1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სენსუალისტური ეთიკა

XVIII საუკუნეში განმანათლებლობის წიაღში ჰედონისტურ მორალზე დაყრდნობით აღმოცენდა და ევროპაში ე.წ. „მსუბუქ პოეზიაში“ პოვა გამოძახილი. მის ქვაკუთხედს კეთილსვეობისა და განცხრომისკენ ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა წარმოადგენს. ამქვეყნიური სიამოვნებით ტკბობის სენსუალისტური მოტივი ასევე დამახასიათებელია აღმოსავლური, კერძოდ შუა საუკუნეების კლასიკური სპარსული პოეზიისათვის, მაგრამ სპარსული ჰედონისტური პოეზია არსებითად განსხვავდება ევროპულისაგან, რომელიც ძირითადად ანაკრეონტული ხასიათის იყო. ანაკრეონტის მელიკაში მხიარულება და დროსტარება თვითმიზანია.
Source: ლიტერატურული ძიებანი №26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9