ერთ-ერთი თეოლოგიური სათნოებაა. ეს ნიშნავს, რომ განუწყვეტლივ მზერის მიპყრობა წინ - მარადიული სამყაროსაკენ - განდგომის ან ზმანების ფორმა კი არაა, არამედ ერთი იმ სათნოებათაგანია, რომელთა აღსრულება ქრისტიანის ვალია.
Source: ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
(სასოება) – უხილავის ხედვის უნარი ადამიანში. ის მომავლისკენ არის მიმართული, ესქატოლოგიურია თავისი ბუნებით, რამდენადაც რაღაცის დადგომას, რაღაცის განსრულებას ელის.
Source: .რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.