1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიფერენცირების გლობალური სტრატეგია

მის პირობებში ფირმა მსოფლიო ბაზარზე მუდმივი იმიჯის შექმნისა და მყარი პოზიციის დასაკავებლად თავის პროდუქტის დიფერენცირებას მთელს მსოფლიოში ახდენს ერთი და იგივე მახასიათებლების მიხედვით. დიფერენცირებამ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა: ფირმის იმიჯი, აღიარებული ტექნოლოგიური სრულყოფა, გაყიდვის შემდგომი მომსახურება. დიფერენცირების მაჩვენებლებია: პროდუქციის დამატებითი შესაძლებლობები, მისი გამოყენების ეფექტიანობა, კომფორტულობა, ხანგრძლივობა, სტილისტური ფორმები და დიზაინი. ამ მიდგომით საწარმო ცდილობს დაასაბუთოს, რომ მისი საქონელი უნიკალურია ან განსხვავდება სხვისგან, ანუ საქონლის ატრიბუტები აღემატება კონკურენტებისას. დიფერენცირების სტრატეგია ჩვეულებრივ მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს გასაღების სტიმულირებაში იმ მიზნით, რომ აცნობოს მსოფლიოს საქონლის განსაკუთრებული თვისებების შესახებ.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], №17.2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9