1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფოთ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფორვარდული კონტრაქტი

ურთიერთობის ისეთ ფორმას წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს გარკვეული ვალდებულების წარმოშობას, როდესაც მყიდველი თანახმაა იყიდოს და გამყიდველი თანახმაა მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო ობიექტი, მომავლის განსაზღვრულ პერიოდში, ფიქსირებულ ფასად. თუმცა, ასეთი ვალდებულების არსებობა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტრუმენტის აღიარება ხდება მაშინათვე – პირიქით, საბაზისო ობიექტის ყიდვის (მიწოდების) ვალდებულება წარმოიშობა მომავლის განსაზღვრულ პერიოდში ანუ მაშინ, როდესაც რეალურად დადგება საბაზისო ობიექტის ყიდვის (მიწოდების) ვალდებულება. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთ ხელშეკრულებებს გაფორმებისას ნულოვანი ღირებულებები გააჩნიათ და ზოგჯერ, „ჩვეულებრივი” ხელშეკრულებების სახელითაც კი მოიხსენიება.
გარიგება ფორვარდულ კონტრაქტზე, როგორც წესი, უშუალოდ ბანკთან ფორმდება.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], №17.2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9