1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სვე სვი სვო

სვოპი

  1. ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლას რისკების გაზრდის ან შემცირების გზით, შემოსავლების მაქსიმიზაციის ან დანახარჯების მინიმიზაციის მოტივით. სვოპებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: აქტივების სვოპი, საბაზისო სვოპი, აქციების სვოპი, კრედიტის დეფოლტის სვოპი, სავალუტო სვოპი, ვალების სვოპი და სხვ.
    Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], №17.2008
  2. შეთანხმება ორ კონტრაგენტს შორის მომავალში გადასახადების ან სხვა აქტივების გაცვლა- გამოცვლის შესახებ, კონტრაქტში ნაჩვენები პირობების შესაბამისად. სვოპი შეიძლება ხორციელდებოდეს სხვადასხვა მხარეს შორის ბანკის შუამავლობით. სვოპის პირობები სტანდარტულია, რამაც წარმოქმნა სვოპების მეორადი ბაზარი, რომლებიც დაკავშირებულია ვალუტასთან. თუმცა, სვოპების მხოლოდ 5%-ით ვაჭრობენ მეორად ბაზარზე.
    სვოპების ბაზრის წარმოშობა მოხდა XX ს. 70-იან წლების ბოლოს, როდესაც თრეიდერებმა, რომლებიც ახორციელებდნენ სავალუტო ოპერაციებს, დაიწყეს სავალუტო სვოპების გამოყენება, რათა თავიდან აეცილებინათ ბრიტანეთის ხელისუფლების რეგულირების მეთოდები, რომლებსაც იგი იყენებდა უცხოური ვალუტის მიმართ.
    Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ოქტომბერი, 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9