სამუშაო ჯგუფების ერთობლიობაა, რომელიც შექმნილია კონკრეტული ამოცანისთვის და მოქმედებს საკმაოდ მოკლე დროის მანძილზე. ამ სახის სტრუქტურის აღმოცენება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პასუხი, ან რეაქცია საქმიანი ცხოვრების ტემპების დაჩქარებაზე, ეკონომიკურ სფეროში ცვლილებების დინამიკის ამაღლებაზე. ეკონომიკური პროცესების შემდეგმა განვითარებამ წარმოშვა აუცილებლობა უფრო ოპერატიულად განხორციელდეს რეაგირება საბაზრო სიტუაციების ცვლილებებზე. ასეთი ვითარებისთვის კლასიკური ხაზობრივ-საშტაბო სისტემა მიუღებელი აღმოჩნდა. საჭირო შეიქმნა ახალი, უფრო მოქნილი და ეფექტური სტრუქტურები. კონკრეტული ამოცანისთვის შექმნილი ჯგუფები საშუალებას აძლევდნენ ორგანიზაციას ადაპტირება მოეხდინა მთლიანად სწრაფად ცვალებადი ბაზრის მიმართ.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], დეკემბერი, 2008