1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საშტაბო ხელმძღვანელობა

მენეჯერები და მათდამი დაქვემდებარებული პირების ერთობლიობა, რომლებიც ორგანიზაციისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ფუნქციებს ასრულებენ.
თუ მართვას განვიხილავთ რომელიმე ორგანიზაციის ჩარჩოებში, მაგალითად, ცემენტის მწარმოებელი საწარმოს მიხედვით, ყველა ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის წარმოებისადმი კონტროლს, მიეკუთვნება ხაზობრივ ხელმძღვანელობას, ხოლო მათი თანაშემწეები, მრჩეველები და სხვები - საშტაბო ხელმძღვანელობას.
გარდა ამისა, საწარმოში საშტაბო ხელმძღვანელობას მიეკუთვნება ბუღალტერია, მთავარი ტექნოლოგის განყოფილება, კადრების განყოფილება და ა.შ.
თუ მართვის ორგანიზაციულ სტრუქტურას განვიხილავთ მთელი სახელმწიფოს ფარგლებში, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ საშტაბო ხელმძღვანელობის ფუნქციას ჩვენთან ასრულებს საკანონმდებლო ხელისუფლება - პარლამენტი, რომელიც ქმნის საკანონმდებლო აქტებს, ხოლო ხაზობრივ ხელმძღვანელობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის სათავეშიც დგანან პრეზიდენტი და მთავრობა. ეს უკანასკნელი უშუალოდ ასრულებს სახელმწიფოს მთავარ ფუნქციას – მართვას, ეყრდნობა რა კანონებს – საშტაბო ხელმძღვანელობის პროდუქტს.
XX საუკუნის დასაწყისში მოხდა ხაზობრივი და საშტაბო სტრუქტურების სინთეზი და იმ დროიდან მოყოლებული ყველა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, როგორც წესი, ხაზობრივ-საშტაბო სტრუქტურა გააჩნიათ. მაღალი ხარისხით ეს ეხებათ მსხვილ საწარმოებს. რაც შეეხება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ასეთი რთული სტრუქტურის საჭიროება არა აქვთ. პატარა საწარმოებში ხაზობრივი ხელმძღვანელი იღებს თავის თავზე საშტაბო ხელმძღვანელის ფუნქციასაც. მაგალითად, საოჯახო რესტორანი, სადაც ოჯახის მეთაური უშუალოდ ამ საწარმოს მოღვაწეობისადმი უშუალო ხელმძღვანელობის ფუნქციასთან ერთად ასრულებს მთავარი ბუღალტერის ფუნქციასაც.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], დეკემბერი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9