1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეოფანტასტიკა

თანამედროვე ესპანისტიკაში დამკვიდრებული ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ხ.ლ.ბორხესის, ხ.კორტასარისა და ფ.კაფკას მოთხრობებში წარმოდგენილი მხატვრული სინამდვილე. ეს მხატვრული სინამდვილე, მართალია, ჰეტეროგენულია (ანუ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ლიტერატურული ტრადიციის სისტემების ნაერთს წარმოადგენს), მაგრამ სტაბილურია, უძრავია (ანუ სისტემური ნორმა შენარჩუნებულია ნაწარმოების ბოლომდე).
Source: სჯანი №7 – თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9