1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იმა იმე იმი იმპ იმუ

იმიჯი

  1. E.
    გარეგნული სახე, რომლითაც პიროვნება ან ორგანიზაცია საზოგადოების წინაშე წარსდგება.
    Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
  2. მიზანდასახულად შექმნილი განსაკუთრებული სახე-წარმოდგენა, რომელიც ასოცირების მეშვეობით ობიექტს (მოვლენას, პიროვნებას და ა. შ.) ანიჭებს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რის წყალობითაც ხელს უწყობს მის უფრო ემოციურ აღქმას. ფასეულობები, რომლითაც იმიჯი „ავსებს“ ობიექტს, შეიძლება სინამდვილეში არც გააჩნდეს მას, მაგრამ ამ ფასეულობებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმიჯს აღიქვამენ.
    Source: მაცაბერიძე მალხაზ. არჩევნები და პოლიტიკური მარკეტინგი, - საქ. ახალგაზრ. პოლიტ. ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი,- თბ,. -1997.
  3. ხელოვნურად შექმნილი შეხედულებაა, რომელიც მასობრივ ცნობიერებაში ქმნის კეთილგანწყობილებას კომპანიის მიმართ. იმიჯის შექმნისას ყურადღება კომპანიის იმ მახასიათებლებზეა თავმოყრილი, რომელთა წარმატება, რომელთა მიმართ დადებითი დამოკიდებულება უეჭველია. ყოველი ზედმეტი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დაამახინჯოს ობიექტზე შეხედულება, უარყოფილია. იმიჯის საფუძველი ხატის, სახის (image, образ) ცნებაა. ნებისმიერი ხატი კი ინდივიდუალურ თუ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გამთლიანებული, კონკრეტული და უნიკალურია. ამიტომ იმიჯი მდგრადი, ნაკლებად მოძრავია. თუ კომპანიის დადებითი იმიჯის შექმნას მოახერხებთ, ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგემსახურებათ. და პირიქით. თუ თქვენი კომპანიის (პროდუქტის, მომსახურების) მიმართ უარყოფითი იმიჯი ჩამოყალიბდა, ეს სერიოზულ და ხანგრძლივ პრობლემებს შეგიქმნით.
    Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 4, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- ივნისი, 2007
  4. ეს არის მიზანმიმათული ფორმირებადი სახე რაიმესი, რომელიც მიდრეკილია აჩვენოს განსაზღვრული ემოციურ - ფსიქოლოგიური ზემოქმედება შერჩეულ აუდიტორიაზე, ეს სავაჭრო მარკის ის იმიჯია, რომელიც კომპანიამ და PR სპეციალისტმა უნდა ჩაუბეჭდოს მომხმარებელს ცნობიერებაში.
    Source: ინტელექტუალი №7, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
  5. 1. საქმიანი კაცის (ბიზნესმენის, მეწარმის) სახე, მასზე წარმოდგენა, რომელიც ყალიბდება გარშემომყოფებში, რეპუტაცია;
    2. ფირმის, საქონლის, მომსახურების სახე, რომელიც ბაზარზე ფირმის მდგომარეობას, საფირმო მარკისადმი მყიდველის (მომხმარებლის) ერთგულებას განაპირობებს.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9