1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიმულაკრი

ჟ. ბოდრიარი ცდილობდა აეხსნა სიმულაკრი, როგორც სიმულაციის პროცესის შედეგი, რომელიც არყოფნას ყოფნად ადგენს და შლის ყოველგვარ საზღვარს რეალობასა და წარმოსახვითობას შორის.სიმულაკრი - ეს მოდელირებაა და არა უბრალოდ ასლის გადაღება. ჟ. დელიოზი, რომელიც ასევე იკვლევდა ამ პრობლემებს, აღნიშნავს, რომ „სიმულაკრი“ - ეს არის ნიშანი, რომელიც უარყოფს როგორც ორიგინალს, ასევე ასლს, იგი კონსტრუქციაა, რომელიც თავის თავში მოიცავს დამკვირვებლის ხედვის კუთხეს. სიმულაკრის ქმნილების ეფექტი არის სიმულაცია“ (დელეზი 1993: 118). პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსები მთელ თანამედროვეობას განიხილავენ როგორც ტოტალური სიმულაციის ერას. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა პოსტმოდერნიზმის მამამთავრების მოსაზრებები თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის დანიშნულების შესახებ. აქვე მოისაზრება საზოგადოებრივი კომუნიკაციები და ურთიერთობები.
Source: სჯანი №7 – თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9