1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული განათლება

გენდერულ საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდით იწყება. ეს ნიშნავს გენდერული სტერეოტიპების ნეგატიური ზეგავლენის აღიარებას და იმ უთანასწორობათა აღმოფხვრას, რომლებსაც ეს სტერეოტიპები წარმოქმნის. გენდერული განათლების შედეგად გოგონები საკუთარ თავში მეტ თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას იძენენ და ებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიჭები კი ძლევენ წარუმატებლობის შიშს, სწავლობენ, როგორ უნდა იყვნენ ნაკლებად აგრესიულები, უფრო კომუნიკაბელურები და პასუხისმგებლობით აღსავსენი და უფრო მეტად ებმებიან შინაურ ცხოვრებაში. გენდერული განათლების მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მოხდეს ფაქტებისა და შეხედულებების განსხვავება. მოთხრობების ან საკუთარი აქტივობების ანალიზის შედეგად ბავშვები უცბადვე ნორმალურად აღიქვამენ იმას, რომ გოგონები შეიძლება „ბიჭურად“ მოიქცნენ, ბიჭები კი შეიძლება მგრძნობიარენი და სუსტები იყვნენ. საჭიროა, რომ ყველა ბავშვმა საკუთარი თავი მრავალმხრივ და უნიკალურ პიროვნებად ჩათვალოს, რომელსაც მთელი რიგი თავისებურებები აქვს. სტერეოტიპებმა და ჩაკირულმა გენდერულმა მოლოდინებმა კი შეიძლება ხელი შეუშალონ ინდივიდუალურ განვითარებას და ბიჭების და გოგონების სრული პოტენციალის რეალიზებას. გენდერული განათლება მუდმივი პროცესია, რომელიც არ შეიძლება შემოიფარგლოს კონკრეტული სასწავლო საქმიანობით.გენდერული განათლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დახმარების გაწევა ბავშვებისთვის, რათა მათ აღიარონ, თუ სოციალური თვალსაზრისით რაოდენ ღირებულია ქალებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი საქმიანობა, როგორიცაა დედობა, და ისეთი თვისებები, როგორიცაა მზრუნველობა, ყურადღება, თანამშრომლობა და შემწყნარებლობა. ამ აღიარებამ უნდა მიგვიყვანოს მამაკაცსა და ქალს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობამდე, რომელიც გენდერული განათლების ძირითადი მიზანია. ამგვარი საშუალებით ბავშვები სწავლობენ, რომ მამაკაცების და ქალების სხვადასხვა წვლილი ოჯახში ან საზოგადოებაში თანაბრად მნიშვნელოვანია და რომ ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი უფლებები და პასუხისმგებლობები აკისრიათ.
Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9