1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იუდ იუვ იუმ იუნ იურ იუს

იუნესკო

გაერო-ს ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში მთავარ როლს თამაშობდა იმ პროექტების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, რომლებიც გათვალისწინებული იყო ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს დეკადის ფარგლებში. ითვალისწინებს რა, რომ სწავლის პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფასეულობების, დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების შეძენაზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებებში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, „იუნესკოს“ თავისი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაში, იგი ამუშავებს სასწავლო მასალას და მოღვაწეობს პროპაგანდის და კონტაქტების დამყარების საკითხებზე. იუნესკო კვლავინდებურად მთავარ როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს მსოფლიო პროგრამის განხორციელებაში (მიმდინარეობს 2005 წლიდან). „იუნესკოს“ მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების განხრით დამტკიცებული იქნა დაკარის სამოქმედო პროგრამით (2000-2015წწ.)
Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9