1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯაზ ჯამ ჯან ჯარ ჯაჯ

ჯანმრთელობის დაცვა

ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, სამედიცინო მომსახურება, ჯანმრთელი საკვები, სუფთა წყალი, სანიტარული სერვისები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ძირეულად არის ურთიერთდაკავშირებული ადამიანის სხვა უფლებებთან, მათ შორის ისეთ უფლებებთან, როგორიცაა სოციალური დაზღვევა, თავისუფალი დრო და განტვირთვა, განსაკუთრებით კი, ადეკვატური საცხოვრებელი პირობების ქონა. ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევამ შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (მაგ: მავნე წეს-ჩვეულებები, ტრეფიკინგი, წამება, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა). მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დაცვის და შესრულებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს დადებითი ზეგავლენა აქვთ ადამიანთა ჯანმრთელობაზე (მაგალითად, დისკრიმინაციისგან დაცვა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, განათლება).
Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9