1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინდივიდუალიზმი

  1. ადამიანების შეფასება და აღქმა მათი საქმიანობის მიხედვით. ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას აკეთებენ ისინი.
    Source: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
  2. დასავლური ცივილიზაციის ბევრმა ელემენტმა ბიძგი მისცა ინდივიდუალიზმის, პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების იდეას, რაც უნიკალური მოვლენაა ცივილიზებული საზოგადოებებისათვის. ინდივიდუალიზმი განვითარდა XIV-XV საუკუნეებში; XVII საუკუნეში დასავლეთში მოხდა თავისუფალი არჩევანის უფლების აღიარება, რასაც დოიჩი „რომეო და ჯულიეტას რევოლუციას“ უწოდებდა. ყველა ადამიანისათვის თანაბარი უფლებები („უღატაკესი კაციც ინგლისში ისევე იმსახურებს სიცოცხლეს, როგორც უმდიდრესი“), თუ საყოველთაოდ არ ხორციელდებოდა, ხაზი მაინც განსაკუთრებით ესმებოდა. ინდივიდუალიზმი მეოცე საუკუნეში არსებულ ცივილიზაციებს შორის დასავლეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშან-თვისებად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებულ ერთ-ერთი გამოკვლევით, რომელშიც 50 ქვეყნის მონაცემები იყო წარმოდგენილი, ინდივიდუალიზმის უმაღლესი ინდექსის მქონე ქვეყანათა პირველი ოცეული მოიცავდა ყველა დასავლურ ქვეყანას, პორტუგალიის და ასევე ისრაელის გამოკლებით. ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის მეორე კროსკულტურული გამოკვლევის ავტორმა ასევე ხაზი გაუსვა დასავლეთში ინდივიდუალიზმის დომინირებას, დანარჩენ მსოფლიოში არსებული სიტუაციისგან განსხვავებით, სადაც უფრო კოლექტივიზმი იკვეთება და აღნიშნა, რომ „ღირებულებანი, რომლებიც დასავლეთში უმნიშვნელოვანესია, დანარჩენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია. დასავლელებიცა და არადასავლელებიც ისევ და ისევ ინდივიდუალიზმს მიიჩნევენ დასავლეთის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად.
    Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9