(54-68 ქ.შ.) - რომის იმპერატორი, დომიციიუს აენობარბიუსისა და აგრიპინას ვაჟი, იმპერატორ კლავდიუსის შვილობილი. დასაწყისში მშვიდად განაგებდა სახელმწიფოს დედისა და ფილოსოფოს სენეკას რჩევა-დარიგებით. მაგრამ მალე მოაკვლევინა საკუთარი დედა აგრიპინა და მეუღლე ოქტავია; დევნიდა ქრისტიანებს და სახელი გაიტეხა ულმობელობით, გარყვნილებითა და თვალთმაქცობით. სამხედრო ამბოხებამ თვითმკვლელობისაკენ უბიძგა.
Source: კანონთა გონი / ფრანგ. თარგმნა დ. ლაბუჩიძემ; [შესავ. წერილი ნ. ნათაძის; რედ.: რ. ფეიქრიშვილი]. - თბ.: Cippd, 1994. - 864გვ.; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 8242]