ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე. 1642-1648 წწ. სამოქალაქო ომის დროს პარლამენტის მომხრე; კრომველთან უთანხმოების გამო 1651 ტოვებს ინგლისს. 1677 წ. ინგლისში დაბრუნების შემდეგ იგი ხდება პარლამენტის ახალი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 1683 წ. სიკვდილით დასაჯეს ჩარლზ II-ისა და მისი ძმის იაკობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. ავტორია პოლიტიკური ტრაქტატისა „განაზრებანი მმართველობაზე“.
Source: კანონთა გონი / ფრანგ. თარგმნა დ. ლაბუჩიძემ; [შესავ. წერილი ნ. ნათაძის; რედ.: რ. ფეიქრიშვილი]. - თბ.: Cippd, 1994. - 864გვ.; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 8242]