1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

CA CB CC CD CE CF CI CM CO CP CR CS CT
CO COA COE COG COM CON COR

Cogito

ეჭვის განცდისას ადამიანი აუცილებლად გრძნობს ამ მდგომარეობას. ვერავინ უარყოფს, რომ ეჭვის განცდისას ადამიანს ეჭვის შეგნება აქვს. ეჭვის შეგნებას დეკარტი „აზროვნებას“ (cogitare) უწოდებს. ამ დროს ეჭვის რადიკალურ სიცარიელეში ბრწყინდება აზრი, ეჭვის შეგნება. აზრის უეჭველობა ყოველი პოზიციის ubi consistam, ანუ ურყევი საფუძველია. და შეცნობილი რეალობის საერთო დაცემაში ეს უეჭველობა ნამდვილად მყარი რეალობაა. აზროვნების უეჭველობა რეალობის უეჭველობაა: Cogito, ergo sum. თანამედროვეთა ბრალდებების საწინააღმდეგოდ, აზროვნება (Cogito) სილოგიზმი კი არა, ინტუიციაა. ინტუიციაზე დამყარებული თვითცნობიერების თეზისი დეკარტის ფილოსოფიაში იდეისთვის ცენტრალური როლის მიკუთვნებას უკავშირდება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9