1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეიზმი

  1. L. deus – „ღმერთი“
    ბუნებისადმი ინტერესი, პრიმიტივიზმში ადამიანის დაბრუნების მცდელობა, ბუნებრივ რელიგიაზე შეჩერების განზრახვა ფილოსოფიაში დეიზმის სახელითაა ცნობილი.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. დეიზმი – XVII საუკუნეში ინგლისში შეიქმნა რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება დეიზმის სახელწოდებით, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში სახელმწიფო რელიგიის სტატუსსაც იღებს (ე. წ. გონების რელიგია). დეისტები იყვნენ ვოლტერი, დიდრო და სხვა განმანათლებლები. დეიზმის მიხედვით, არსებობს დეუს, სრულყოფილი არსება, რომელმაც შექმნა ეს სამყარო ადამიანითურთ, დგას მის გარეშე და სრულიად შეუცნობელია ადამიანისთვის. მის მიერ შექმნილი სამყარო ემსგავსება სრულყოფილ საათის მექანიზმს, რომელიც მინდობილია თავის თავს და მუშაობს მისი შემქმნელის მხრიდან ჩაურევლად. ამგვარ ღმერთთან ადამიანი ვერავითარ კონტაქტს ვერ ამყარებს და ამიტომაც გამორიცხულია ყველა რელიგიისთვის ნიშანდობლივი ლოცვა, მსახურება, საიდუმლოთა აღსრულება. ასეთ ღმერთთან ადამიანი ვერ შევა დიალოგში, ვერ მიმართავს მას შენობით. ეს ღმერთი არის „ის“, რომელიც მთლიანად დაფარულია თავის გამოუცნობლობაში.დეუს აბსოლუტურად ტრანსცენდენტულია სამყაროსა და ადამიანის მიმართ.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9