1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დარვინი ჩარლზ (1809-1882 წწ.)

ევოლუციის განსაკუთრებული თეორიის სახელგანთქმული ავტორია, რომელსაც დარვინიზმი ეწოდა. ამ თეორიაში ევოლუცია მხოლოდ ბიოლოგიის საზღვრებში, ანუ, ცოცხალ არსებებთან მიმართებაში განიხილება. დარვინამდე მალთუსმა (1766-1834 წწ.) აღნიშნა, რომ სამყაროში საარსებო საშუალებები მოსახლეობის ზრდის პროპორციულად არ იზრდებოდა, რაც არსებობისთვის ბრძოლას იწვევდა. დარვინი მალთუსს სიცოცხლისთვის ბრძოლის იდეას დაესესხა და ის ბიოლოგიაში ევოლუციონისტური დოქტრინის საშუალებად აქცია.დარვინი მიიჩნევს, რომ ცოცხალი არსებები არ არიან უცვლელნი, ისინი ერთმანეთში გარდაქმნისკენ (ტრანსფორმიზმი) ისწრაფვიან სიცოცხლისთვის ბრძოლის საფუძველზე, რომელიც ბუნებრივ გადარჩევას აწარმოებს: სიცოცხლისთვის ბრძოლაში გადარჩებიან უფრო ძლიერი ინდივიდები, უფრო სუსტები კი-იღუპებიან. ძლიერთა გადარჩენის ეს პროცესი შეადგენს სწორედ „ბუნებრივ გადარჩევას“, რომელიც გარდაქმნის სახეობას, მსგავსად ხელოვნური გადარჩევისა, რომელსაც ადამიანები რასათა გასაუმჯობესებლად ახორციელებენ. ბუნებრივი გადარჩევით მიღებული სახეცვლილებანი მემკვიდრეობითობის საშუალებით ნარჩუნდება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9