1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ემა ემი ემო ემპ

ემპირიზმი

რეალობის შემეცნებისა და მის შესახებ მსჯელობის ერთადერთ კრიტერიუმად და წყაროდ გამოცდილებას ასახელებს. ბეკონის შემდეგ ემპირიზმის ტრადიციის უმთავრესი გამგრძელებლები არიან ჰობსი, ლოკი, ბერკლი და ჰიუმი. ემპირიზმი რაციონალიზმზე უფრო მეტად იფარგლება შემეცნების პრობლემით. ბეკონი მხოლოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიას გვაწვდის, ჰობსი- მექანიცისტურ დოქტრინას, ბერკლი კი-არამატერიალისტურს, თუმცა ორივე ხაზს უსვამს ფილოსოფიის გნოსეოლოგიურ ასპექტს. როგორც ლოკთან, ისე ჰიუმთან ფილოსოფია თითქმის მთლიანად შემცნების პრობლემა და დოქტრინაა. ემპირიზმი ფაქტების, დეტალების, შემეცნებითი და ნებელობითი ფენომენების, ანუ ზოგადად ფსიქიკური პროცესების ფილოსოფიაა. ემპირისტები უარყოფენ უნივერსალურ პრინციპებს, ან მაინცდამაინც არ სწყალობენ მათ. იმ დროს, როდესაც რაციონალიზმი ვოლფის მშრალი და პრეტენზიული სისტემატიზაციით სრულდება, ემპირიზმი ჰიუმის სკეპტიკურ ფენომენიზმში პოვებს დასასრულს. თითქოსდა მეცნიერების პროგრესისადმი მტრულად განწყობილი რაციონალიზმი ადამიანის ცოდნასა და რეალობის ამოწურვის მის თითქმის ღვთაებრივ უნარს ასხამს ხოტბას. საპირისპიროდ, ემპირიზმი, რომელიც თავდაპირველად ბუნებასთან კონტაქტისა და ბუნების კვლევისას მისი პატივისცემის მქადაგებელ დოქტრინად გვესახებოდა, დასასრულს, ჰიუმის კრიტიკის მეშვეობით ბუნების სრულ შეუცნობლობას აცხადებს. ემპირიზმს არ ძალუძს, მხოლოდ საკუთარ დამსახურებად გამოაცხადოს მეცნიერებათა პროგრესი, რადგანაც მეცნიერების დარგების წინსვლა ასევე უკავშირდება მათემატიკის განვითარებასაც, რომელიც რაციონალისტურ გარემოში ვითარდება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9