1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯგუ

ჯგუფური მიდგომა

(Рrima facie განმარტება) ლტოლვილთა ფართომასშტაბიანმა მოძრაობებმა აფრიკაში 60-იან წლებში მოითხოვა უფრო პრაგმატული მიდგომა ლტოლვილთა სტატუსის განსაზღვრისას. ამგვარ სიტუაციებში არაპრაქტიკული და არაპრაგმატული გახდა ლტოლვილთა მრავალათასიანი ჯგუფების წევრების სათითაო და ინდივიდუალური გასაუბრებით შესაბამისი სტატუსის მინიჭება, რადგანაც თითოეულს უნდა დაემტკიცებინა, ჰქონდა თუ არა დევნის კარგად დასაბუთებული შიში თავის ქვეყანაში, რაც დიდ დროს მოითხოვდა. შედეგად მიღებულ იქნა ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პრიმა ფაციე ჯგუფური მიდგომა. ამგვარ ჯგუფებს განიხილავდნენ როგორც ,,ლტოლვილთა ჯგუფებს” იმ მოვლენების ძალით, რამაც აიძულა ისინი დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა. ასეთ ჯგუფში შემავალი ინდივიდები პრიმა ფაციე ლტოლვილებად ითვლებიან.
Source: რამიშვილი ალ. ლტოლვილის სტატუსის დადგენა საერთაშორისო სამართალში, //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9