1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიბ ფიზ ფილ ფინ ფის ფიტ ფიუ ფიფ ფიქ ფიჩ ფიც ფიხ

ფიჩინო მარსილიო

იტალიური პლატონიზმისა და კოზიმო მედიჩის მიერ დაარსებული პლატონისტური აკადემიის ძირითადი წარმომადგენელი.ფიჩინოს ეკუთვნის პლატონის დიალოგების, პლოტინის ენეადებისა და პლატონისტური და ჰერმეტული ტრადიციის სხვა შრომების თარგმანები; მან დაწერა ასევე Theologica platonica de immortalitate animorum da della religione cristiana. წმ. ავგუსტინეს მსგავსად, ისიც ბინომს deus et anima-ს ირჩევს ჭვრეტის საგნად. ფიჩინო არისტოტელისტებში დანახულ თავისი დროის ათეისტებს უპირისპირდება და მათთან პოლემიკაში ღმერთის არსებობასა და რელიგიის ღირებულებას იცავს, სამშვინველის უკვდავებას ამტკიცებს. ამ უკანასკნელის საბუთად ფიჩინოს მოჰყავს ადამიანის უპირატესობა ყოველივე შექმნილთან მიმართებაში, ღმერთის არსებობას კი საგნებში სრულყოფილებათა იერარქიიდან გამომდინარე ასაბუთებს. ამგვარად, მის მიერ დანახული ადამიანი „copula mundi“-ა, ანუ შუამავალი გრძნობად და ზეგრძნობად სამყაროებს შორის.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9