1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიბ ფიზ ფილ ფინ ფის ფიტ ფიუ ფიფ ფიქ ფიჩ ფიც ფიხ

ფიხტე, იოჰან გოტლიბ (1762-1814 წწ.)

რამენაუში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. იყო იენის უნივერსიტეტის სტუდენტი. 1791 წელს ფიხტემ კანტს წარუდგინა თავისი „ნებისმიერი გამოცხადების კრიტიკა“, რომელშიც უბრუნდება კანტისეულ რაციონალიზმს, გამოხატულს შრომაში „რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში“. 1794 წელს ფიხტე იენის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, თუმცა უთანხმოებათა გამო მალე ქალაქიდან წასვლა მოუწია. 1807 წლიდან ის ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. გარდაიცვალა ტიფით, რომელიც მას ნაპოლეონთან ბრძოლებში (1814 წ.) დაჭრილ და დაავადებულ ჯარისკაცებზე მზრუნველი საკუთარი ცოლისგან გადაედო.ფიხტეს მთავარი შრომაა „მეცნიერებათა მოძღვრება“ (1794 წ.).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9