1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

განმანათლებლობა

  1. მეთვრამეტე საუკუნის ევროპის კულტურული გარემო.ამ ტერმინით აღნიშნავენ იმდროინდელ მოღვაწეთა სწრაფვას, შუქი მოჰფინონ ყველასა და ყველაფერს, ხელისუფლებისა და პრივილეგირებული კლასების შევიწროვებისგან ადამიანის გათავისუფლების მიზნით.ტერმინი „განმანათლებლობა“ ზოგადად მომდინარეობს ამ ხანის კულტურულ მოღვაწეთა რწმენიდან, რომ მათ ყოველივესთვის ნათლის მოფენა და ყველასთვის სინათლის ამ შუქის მიწვდენა შეეძლოთ. როგორც ისტორიული პერიოდი, „სინათლის საუკუნე“ წინა ეპოქებს უპირისპირდება, განსაკუთრებით-შუა საუკუნეებს, როგორც იმ ხანას, რომელმაც საყოველთაო კულტურისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. განმანათლებლობის ხანაში მიღწეული კულტურული, პოლიტიკური და სოციალური წინსვლის პირისპირ გასული საუკუნეები სიბნელისა და ბარბაროსობის პერიოდად აღიქმებოდა.განმანათლებლები არ აღიარებენ დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის სისტემებს და არ ცნობენ ვიკოს. ამ ფილოსოფოსთა სისტემები მეტაფიზიკურია, განმანათლებლები კი მათში არა გონების, არამედ ფანტაზიის ნაყოფს ხედავენ. განმანათლებლებისთვის ფილოსოფოსის იდეალი ლოკია (თუ არ ჩავთვლით, გამონაკლისის სახით, ზოგი გერმანელის სიმპატიას ლაიბნიცისადმი) თავისი აზროვნების სიმარტივითა და ფსიქოლოგიური პასაჟებით. ყოველივე რთული ან საიდუმლოებით მოცული კი უარყოფილია, როგორც საყოველთაო განმანათლებლობისთვის ხელისშემშლელი. მსმენელისა და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით განმანათლებლები უამრავ სხვადასხვა საკითხს ეხებიან და აღწერილობით სტილსა და ესეისტურ ფორმას ამჯობინებენ, მრავალ ფაქტსა და ნიმუშს იშველიებენ. ეს კულტურა აკადემიებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით აღარ ვრცელდება, მან დიდებულთა ოჯახების სალონებში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც ქალბატონების ზოგჯერ გულწრფელი და ზოგჯერ მოჩვენებითი ინტერესის თანხლებით დამსწრეთა წინაშე ახალი აზროვნების მიმდევრები გამოდიან.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. ინტელექტუალური მოძრაობა, რომელმაც განვითარების მწვერვალს მეთერთმეტე საუკუნეში მიაღწია და გონებისა და პროგრესის სახელით დაუპირისპირდა ტრადიციულ რელიგიურ, პოლიტიკურსა და საგანმანათლებლო შეხედულებებს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9