1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გალილეო გალილეი

(პიზა, 1564 წ. არჩეტრი, 1642 წ.) – თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებელი.როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. განათლება პიზასა და ფლორენციაში მიიღო, 25 წლის ასაკში ლექციებს კითხულობდა პიზაში, სადაც არისტოტელეს, ევკლიდესა და პტოლომეოსის ნაშრომებს განმარტავდა. 1592 წელს პადუაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1610 წლამდე გააგრძელა მოღვაწეობა, შემდეგ ფლორენციაში დასახლდა და ტოსკანის დიდი მთავრის „მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის“ სახელი დაიმკვიდრა.უმნიშვნელოვანესია გალილეოს როლი ფიზიკისა და ასტრონომიის განვითარებაში: 1609 წელს აწყობილი ჭოგრიტით მან მრავალი აღმოჩენა გააკეთა: აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი მთავარი თანამგზავრი, რომელთაც მედიჩების მთვარეები უწოდა (ეს აღმოჩენა აღწერილია მის შრომაში Sidereus nuncius, 1610 წ.); გარდა ამისა, გალილეიმ აღმოაჩინა ვენერის ფაზები, სატურნის წრეები, ირმის ნახტომის ვარსკვლავური სტრუქტურა, მზის ლაქები, რომელთა მეშვეობით მეცნიერმა უარყო არისტოტელეს დოქტრინა ციურ სხეულთა სრულყოფილების შესახებ. გალილეო-ფიზიკოსი მექანიკის მნიშვნელოვანი კანონების ავტორია: ესაა ინერციის პრინციპი, სხეულთა თავისუფალი ვარდნის კანონი, ქანქარას რხევის იზოქრონიზმისა და სხვა კანონები.გალილეის მიხედვით, მეცნიერება ერთადერთ საშუალებას - ექსპერიმენტს ფლობს, რომელშიც ინდუქციას მათემატიკური გაანგარიშება ავსებს: დაკვირვება, განმარტების ძიება, გამოთვლა, შემოწმება ამ მეთოდის ეტაპებია.
ა) დაკვირვება: მოცემულ ეტაპზე ფენომენები იმ სახით აღინიშნება, როგორც მათ ბუნება წარმოგვიდგენს. რა თქმა უნდა, ფაქტებზე დაკვირვებისას მეცნიერს გონიერება ესაჭიროება, რათა მკაფიოდ განსაზღვროს ისინი.
ბ) ვარაუდი: დაკვირვების შემდეგ მეცნიერი აკეთებს სავარაუდო განმარტებას, ეს თეზისზე უფრო დაბალი საფეხურია, ანუ ვარაუდი, რომელიც მოცემულ მომენტში აღნიშნავს ფენომენს, როგორც დაკვირვებაში მყოფი ფენომენის განმარტებას. აქ არ არის საუბარი არსისა და ფორმების ძიებაზე, როგორც ბეკონთან, არამედ ხდება ფენომენის ან სხვა ფაქტის დაფიქსირება, რომელიც ასახსნელი ფენომენისთვის წინამორბედის როლს შეასრულებს.
გ) შემოწმება: ამ ეტაზპე მეცნიერი ექსპერიმენტის, ანუ სავარაუდო განმარტების სახით წამოყენებული სხვა ფენომენების მეშვეობით გამოწვეული განმეორების საფუძველზე ვარაუდის მართებულობასა და საკმარისობას ამოწმებს. თუ ვარაუდი ბუნებისთვის შეკითხვის დასასმელად არის საჭირო, ექსპერიმენტი ამ შეკითხვაზე ბუნების პასუხს გვაძლევს.
დ) დედუქცია: ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მისი შედეგი წინასწარ მათემატიკური გათვლის საშუალებით მიღებულ უეჭველობათა ერთობლიობას ემატება ისე, რომ შედეგი იზოლირებულ ფაქტად არ დარჩეს.
ე) კანონის ჩამოყალიბება: ექსპერიმენტისა და გათვლის მეშვეობით მოიპოვება საჭირო ელემენტები საბოლოო განმარტების ჩამოსაყალიბებლად, რომლის თანახმადაც ფენომენი სხვა ფენომენებს უკავშირდება. ეს არის თვით ფენომენის კანონი.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9