1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰუმ ჰუს

ჰუმანიზმი

  1. აღორძინების ხანის პირველ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ.
    ეს სახელწოდება უკავშირდება studia humanitatis-ის, ანუ კლასიკური სამყაროს შესწავლის, დამკვიდრებას, რომელსაც ტრადიციული divinae littere-ს (ანუ ბიბლიისა და წმინდა მამების ქრისტიანული წყაროების) შესწავლისგან განსასხვავებლად დაერქვა ეს სახელი. ჰუმანისტები, ანუ ჰუმანიზმის სწავლულები, მხოლოდ ფილოლოგიური საქმიანობით არ შემოიფარგლებიან. ისინი შეისწავლიან ისტორიას, სამართალს, ინტერესდებიან პოლიტიკით, ქმნიან პროზაულ თუ პოეტურ ნაწარმოებებს.ჰუმანიზმი მისი ასპექტების მიხედვით შეიძლება განვიხილოთ: ესაა ფილოლოგიური, ლიტერატურული, რიტორიკული და ფილოსოფიური განხრები. ფილოსოფია და სხვა განხრები ხშირად საერთო პრობლემებს იკვლევენ: მაგალითად, ფილოსოფიურ-რელიგიურ, ფილოსოფიურ-სამეცნიერო, ფილოსოფიურ-პოლიტიკურ, ფილოსოფიურ-იურიდიულ პრობლემებს. მკაფიოდ გამოკვეთილი ფილოსოფიური პრობლემები ორ მიმართულებად, პლატონიზმად და არისტოტელიზმად, იყოფა, რასაც ემატება სტოიკური და ეპიკურეული ტენდენციები; აღინიშნება სქოლასტიკის მნიშვნელოვანი აღზევება (მეორე სქოლასტიკა). აღორძინების ხანის ძირითად ფილოსოფოსთა შორის არიან კუზანელი, ფიჩინო, ტელეზიო, ბრუნო და კამპანელა; იტალიის გარეთ აღსანიშნავია ერაზმუს როტერდამელისა და მიშელ მონტენის ფილოსოფია.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. ფილოსოფია, რომელიც მორალურ პრიორიტეტს ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მიზნების მიღწევას ანიჭებს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9