1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰიბ ჰიგ ჰიე ჰილ ჰინ ჰიპ ჰირ ჰიუ ჰიჩ

ჰიუმი დევიდ (1711-1776 წწ.)

ედინბურგში დაიბადა, სწავლობდა მშობლიური ქალაქის უნივერსიტეტში, შემდეგ კი საფრანგეთში მოგზაურობის დროს გააგრძელა სწავლა. სამი წლის მოგზაურობის შემდეგ ინგლისში დაბრუნდა და 1752 წელს ედინბურგის ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა. 1763 წელს კვლავ გაემგზავრა პარიზს, როგორც ინგლისის ელჩის, ჰარტფორდის გრაფის მდივანი. საფრანგეთში მეორე მოგზაურობის დროს გაიცნო ფრანგული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. სამშობლოში 1766 წელს დაბრუნდა, გარდაიცვალა 1776 წელს.1739 წელს, საფრანგეთში ყოფნისას 28 წლის ჰიუმმა თავისი პირველი შრომა დაწერა. ესაა „ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ“, რომელსაც წარმატება არ მოჰყოლია, თავად ავტორმა კი მას „მკვდრადშობილი“ უწოდა. 1748 წელს ჰიუმმა ამ შრომის პირველი თავი გადააკეთა, რათა ის მკითხველისთვის უფრო გასაგები გამხდარიყო, და ახალ ვერსიას ადამიანის „ინტელექტის შესახებ კვლევა“ უწოდა. 1751 წელს გამოქვეყნდა „ზნეობის პრინციპების კვლევა“, მასაც ასევე ჰიუმის პირველი წიგნის ერთ-ერთი თავი დაედო საფუძვლად. დიდი წარმატებით სარგებლობდა ჰიუმის მიერ დაწერილი „ინგლისის ისტორია“, ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა „რელიგიის ბუნებრივი ისტორია“ (1757 წ.) და „დიალოგები ბუნებრივი რელიგიის“ შესახებ.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9