1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰეგელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ (1770-1831 წწ.)

  1. გერმანელი ფილოსოფოსი. (1770-1831 წწ.) შტუტგარტში დაიბადა. თეოლოგიას ტუბინგის სემინარიაში დაეუფლა. მასთან ერთად სწავლობდნენ შელინგი და ჰოლდერლინი.უმაღლესი ფილოსოფიური განათლების მიღების შემდეგ ჰეგელმა ბერნსა და ფრანკფურტში კერძო აღმზრდელად იმუშავა. განმანათლებლობის გავლენით პოლიტიკითა და რელიგიით დაინტერესდა. თავდაპირველად, იენაში, ფიხტეს მიმდევარი იყო, შემდეგ კი შელინგის მსოფლმხედველობა გაიზიარა და მასთან ერთად ფილოსოფიის კრიტიკული ჟურნალიც დააარსა.მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ჰეგელი რელიგიით იყო დაინტერესებული, თუმცა ამავე დროს გერმანული და ევროპული ფილოსოფიის ცოდნასაც იღრმავებდა. 1807 წლიდან დაიწყო მისი, როგორც მწერლისა და პედაგოგის, ინტენსიური მოღვაწეობაჰეგელის შრომათა ქრონოლოგიური ჩამონათვალია: 1807 წ. „სულის ფენომენოლოგია“. 1812-1816 წწ. „ლოგიკის მეცნიერება“ (თავდაპირველი სახელწოდება: ლოგიკა) 1817 წ. „ფილოსოფიურ მეცნიერებათა მცირე ენციკლოპედია“. 1820 წ. „სამართლის ფილოსოფია“. ჰეგელისთვის ფილოსოფია რაციონალური, სისტემატური, მკაცრი ცოდნაა, რომელსაც არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს სისუსტეები ინტუიციისა და გრძნობის წინაშე.ჰეგელი განმანათლებლობის გონებისა და რომანტიზმის ისტორიზმის სინთეზს გვთავაზობს თავის ცნობილ პრინციპში: ის, რაც რაციონალურია, რეალურია, ის, რაც რეალურია, რაციონალურია. რაციონალურობა ბუნებრივი და ისტორიული სინამდვილის სიღმისეულ არსშია ჩადებული, იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი არც აღემატება რაციონალურობას და არც მასზე დაბლა დგას. ამგვარად, დიალექტიკა რეალურისთვის თვისობრივი ნამდვილი დიალექტიკაა და ის დაპირისპირებულთა, ანუ კონტრასტთა დიალექტიკაა. პოზიცია (თეზისი) უარყოფის მეშვეობით (ანტითეზისი) უნდა იქნას უარყოფილი ან გადალახული, ამ უკანასკნელის უარყოფისთვის კი, თავის მხრივ, უფრო აღმატებული კომპოზიცია, ანუ სინთეზია საჭირო. ერთი სიტყვით, ეს ფიხტეს ტრიადიზმია, „მე“-დან რაციონალურობის მიერ განმსჭვალულ, ანუ გაარსებითებულ მთელს რეალობაზე გადატანილი.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. გერმანელი ფილოსოფიის წარმომადგენელი. შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუნბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (1788 -93). 1793 -1801 წწ. ჰეგელი კერძო მასწავლებლად მუშაობდა ბერლინში, შემდეგ მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიკის საკითხებით. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802 – 03 წწ. ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ ,,ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს რომელშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს შელინგის თვალსაზრისს, ხოლო 1807 წ. გამოცემულ ,,გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას. 1807– 08 ჰეგელი ,,ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808 – 16 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 წელს გამოაქვეყნა თავისი ,,ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 – II ტომი. ამავე წელს გამოდის მისი ,,ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია”. 1818 წელს მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 წ. გამოქვეყნდა ჰეგელის ,,სამართლის ფილოსოფია“. 1829 – 30 წწ. ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი. ჰეგელის თანახმად ლოგიკა ფილოსოფიური სისტემის პირევლი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროში. ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომელიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა.
    Source: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ. 611-612.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9