ფიზიოლოგი, არ აღიარებს მეცნიერების კომპეტენციის საზღვრებს, რეალობას ძალების მქონე ერთადერთ მატერიაში გადაწყვეტს (მატერიალისტური მონიზმი) და ყველა ცოცხალ არსებას ამებიდან ადამიანამდე პრიმიტიული მატერიის ევოლუციის შედეგად მიიჩნევს. მთელი რეალობა სრულიად იდენტურია: სხვადასხვა ფენომენები მხოლოდ ერთადერთი უნივერსალური საფუძვლის, ანუ ყოველი შესაძლებლობის მქონე მატერიის ცალკეული განსაზღვრებებია. ჰეკელის (რომელსაც, გარკვეული მოსაზრებით, მატერიალიზმის ჰეგელი შეიძლება ვუწოდოთ, როგორც ამ მიმართულების წამყვან წარმომადგენელს), მთავარი შრომაა „სამყაროს საიდუმლოებანი“.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]