1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კუზანელი ნიკოლა

მეთხუთმეტე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსი. ნიკოლა კუზანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი იყო. მისი მთავარი ნაშრომია de docta ignorantia. კუზანელი ანტიარისტოტელისტურ პოზიციას იზიარებს და პლატონისტური ტრადიციის მიმდევარია. მის აზროვნებას ინტუიცია და ერთიანობა (უსასრულობა) ახასიათებს. შემეცნებასთან დაკავშირებით, კუზანელი სამ ფუნქციას განასხვავებს: გრძნობას (საგანთა შესაგრძნობად), გონებას (გრძნობადი ცოდნის ორგანიზებისათვის) და ინტელექტს (როგორც ზეგრძნობადი რეალობის ინტუიციას). უსასრულო სურვილების მქონე ადამიანს თავისი შემეცნებითი შესაძლებლობებით რეალობის ამოწურვა არ ძალუძს, მეტიც, მრავალ საკითხში ის ვარაუდით უნდა დაკმაყოფილდეს (de coniecturis), განსაკუთრებით, ღმერთთან მიმართებაში. მაგრამ ადამიანი აცნობიერებს საკუთარ არასრულყოფილებასა და ნაკლოვანებებს, მას სწავლული უმეცარი შეიძლება ვუწოდოთ. ღმერთი უზენაესი არსებაა, აბსოლუტური ერთი, რომელშიც ყველა შესაძლებლობა განხორციელდება (de possest). ღმერთში ერთმანეთს ემთხვევა შეზღუდული რეალობის ყველა დაპირისპირებული ასპექტი (coincidentia oppositorum), ამიტომაც მასში ყველაფერია (complicatio). სამყარო, თავის საზღვრებში ღმერთის explicatio, მისი განსაზღვრებაა (სამყარო, როგორც deus contractus). მაგრამ ღმერთი სამყაროს შემქმნელია და მისგან რეალურად განსხვავდება; ღმერთი ყოველივეს საწყისი და თვალსაწიერია, განსაკუთრებით კი-ადამიანისა, რომელიც ქმნილებათა შორის ერთადერთი შეიგრძნობს და განიცდის ღმერთის პრობლემას; ღვთიურ ფუძემდებელ უსასრულობას სამყაროს უსასრულო განვითარების შესაძლებლობა და ადამიანის პერსპექტივათა უსასრულობა შეესაბამება.
შრომები: „სწავლული უმეცრება“ (1440 წ.); „ვარაუდები“ (1445 წ.); „იდიოტი“ (1450 წ.); „ბურთის თამაში“ (1463 წ.).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9