1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანტიზმი

ფილოსოფიური მიმდინარეობა. მრავალგვარად შეიძლება მოვიხსენიოთ: კრიტიციზმად, რამდენადაც ის დოგმატიზმსა და სკეპტიციზმს შორის ადამიანის ცოდნის რადიკალური კრიტიკის, ანუ ანალიზისკენ მიილტვის, რათა მისი საზღვრები აღნიშნოს; სუბიექტივიზმად, რადგანაც რეალობისა და ზნეობრივი კანონის წინაშე შემმეცნებელ სუბიექტს ანიჭებს უპირატესობას; იდეალიზმად, რადგანაც შემეცნების, ანუ იდეალურ სამყაროზე (იდეათა სამყარო) აკეთებს აქცენტს გამოცდილების მონაცემების წინაშე; ტრანსცენდენტალიზმად, რადგანაც გამოცდილების ფორმირებისას და ზნეობრივი კანონის გამართლებისას ტრანსცენდენტალურს ამკვიდრებს. თუმცა კანტის იდეალიზმი ფორმალურია, რადგანაც მის დოქტრინაში იდეალური მხოლოდ ცოდნის ფორმაა (ფორმები) და არა შინაარსი, როგორც ეს ბერკლისთანაა. მეტიც, შრომაში „წმინდა გონების კრიტიკა“ კანტმა დეკარტისა და ბერკლის იდეალიზმი უარყო. რადგანაც აპრიორული ფორმები ტრანსცენდენტალურს შეადგენენ, აქ ტრანსცენდენტალურ იდეალიზმთან, ანუ აპრიორიზმთან გვაქვს საქმე. შეიძლება ვახსენოთ ემპირიზმიც, რადგანაც კანტი ცოდნას გამოცდილებაზე აჩერებს. მაინც, კანტისთვის გამოცდილება მონაცემი კი არ არის, არამედ აპრიორული სინთეზის შედეგი. რელიგიურ პრობლემასთან დაკავშირებით, რელიგიის მხოლოდ გონების საზღვრებში მოქცევის თეზისით კანტი გვთავაზობს რელიგიურ რაციონალიზმს, რომელიც ზებუნებრივს გამორიცხავს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9