1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლესინგი გ. ეფრემ

(1729-1781 წწ.) – XVIII საუკუნის გერმანული კულტურის უთვალსაჩინოესი ფიგურა მისი ძირითადი შრომებია „ლაოკოონი“ (ესთეტიკისა და კულტურის შესახებ) და კაცობრიობის აღზრდა ღვთაებრივი გამოცხადების მეშვეობით. ლესინგი ფართო და მახვილი გონებით გამოირჩევა, მაგრამ უფრო ბრწყინვალე მწერალია, ვიდრე ფილოსოფოსი. განმანათლებლობისგან მან კულტურის აბსოლუტური ღირებულების იდეა ისესხა, მაგრამ, ამ მოძრაობის ანტიტრადიციონალისტური და ანტიისტორიული რაციონალიზმის საპირისპიროდ, ლესინგი ისტორიაში სულის კონკრეტულ და განუსაზღვრელ მოძრაობას ამტკიცებს. ჭეშმარიტების ფლობაზე უფრო მნიშვნელოვნად (რაც, მისი აზრით, გაზარმაცებას უწყობს ხელს), ლესინგი ჭეშმარიტების მუდმივ ძიებას მიიჩნევს. („ნადირობა უფრო მნიშვნელოვანია ნანადირევზე“). ლესინგი ბუნებრივ რელიგიაზე ჩერდება, რომელიც მისთვის რელიგიის ნამდვილ და ერთადერთ არსს წარმოადგენს, მაგრამ ის ასევე აღიარებს ისტორიულ რელიგიათა ღირებულებას, როგორც ადამიანთა მარადიული რელიგიური სულის გამოხატულებას. ამ თვალსაზრისით, რელიგიები ლესინგს სხვადასხვა ღვთაებრივი გამოცხადების ფორმათა სახით წარმოუდგენია, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი თანდათანობით აღზრდის ადამიანთა მოდგმას.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9