1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯეი ჯენ ჯეო ჯერ ჯეფ

ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა

-- Due process clause
აშშ-ს კონსტიტუციის დებულება, რომელიც უკრძალავს მთავრობას თვითნებურად, ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე შეზღუდოს ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და საკუთრებაზე. აშშ-ს კონსტიტუცია შეიცავს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის ორ კლაუზულას. პირველი, რომელსაც კონსტიტუციის მე-5 შესწორება შეიცავს, შეეხება ფედერალურ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მე-14 შესწორებაშია წარმოდგენილი და ვრცელდება შტატებზე (თუმცა ინკორპორაციის დოქტრინის წყალობით მე-5 შესწორებით გათვალისწინებული ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა ასევე ვრცელდება შტატებზე). არსებობს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის დაცვის ორი კომპონენტი: 1) მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურა და 2) პროცესუალურსამართლებრივი პროცედურა. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურით უზრუნველყოფილი დაცვა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე ვრცელდება როგორიცაა რელიგიის, სიტყვისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების თავისუფლებები. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურა არის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი საფუძველი. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურით დაცული უფლებების ხელყოფის შემთხვევაში პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურა არის გარანტია, რომ იარსებებს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას უფლებების თვითნებური შეზღუდვისაგან. მაგალითად, პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურის თანახმად, დაუშვებელია პოლიტიკური პროტესტის ქუჩაში გამოხატვის უფლების შეზღუდვა სამართლიანი სასამართლოს მოსმენის გარეშე.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9