1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოზიტივიზმი

საუკუნეში ემპირისტული ტრადიციის განახლებას გვთავაზობს პოზიტივიზმი, როგორც ფაქტის, ხელშესახების, პოზიტიურის განსაკუთრებული ღირებულების დოქტრინა. საბოლოო ჯამში პოზიტივიზმი იგივე ემპირიზმია, შემდეგი განსხვავებით: იმ დროს, როდესაც ემპირიზმი შემეცნების მსვლელობაზე აკეთებდა აქცენტს (უფრო ფსიქოლოგია, ვიდრე სხვა რამ), პოზიტივიზმი უფრო შემეცნების ღირებულებასა და საზღვრებზე ამახვილებს ყურადღებას (უფრო გნოსეოლოგია, ანუ შემეცნების კრიტიკა, თუმცა, ზედმეტი კრიტიკულობის გარეშე).პოზიტივიზმის დამკვიდრებაში მეცხრამეტე საუკუნის ევროპული ფილოსოფიური კულტურის ორი ელემენტიც მონაწილეობს: კანტიანელობა გამოცდილების გადაულახაობის მისეული თეზისით და მეცნიერულ, ანუ პოზიტიურ დისციპლინათა მძლავრი განვითარება. იმის ნაცვლად, რომ, იდეალისტთა მსგავსად, კანტის მიერ გამოცხადებული შემოქმედი ტრანსცენდენტალურობა განევითარებინათ, პოზიტივისტებმა გამოცდილებაში მისი ჩაკეტვა არჩიეს და კანტისეული აპრიორულობა უარყვეს. მეორე მხრივ, მეცნიერებათა წარმატებები იძლეოდა საბაბს შემეცნების ჰორიზონტების ხელშესახებისა და გამოცდადის საზღვრებში ჩასაკეტადერთი შეხედვით, პოზიტივიზმი არა დოქტრინათა სისტემის, არამედ მეთოდის წარმოდგენას ცდილობს (მის წარმომადგენლებსაც სწორედ ასეთი განზრახვა ჰქონდათ). პოზიტივიზმს შემეცნების საზღვრების, საშუალებათა და ღირებულების შესახებ მეთოდის, ანუ მეთოდოლოგიის სახით სურს ჩვენს წინაშე თავის წარმოდგენა. თუმცა, სინამდვილეში მას არ ძალუძს არ გამოხატოს რეალობისადმი დამოკიდებულება და ამგვარად ის რეალობის შესახებ დოქტრინად იქცევა. პოზიტივიზმის წარმომადგენლები განსაკუთრებული გონება-ჭვრეტითი თვისებებით არ გამოირჩევიან; ხშირად ისინი გენიალურნი არიან, თუმცა მაინც არ ახასიათებთ ისეთი სიღრმე და ორიგინალურობა, რომ რომელიმე მათგანის შესახებ ცალკე ვისაუბროთ. ამ მიზეზით, წინამდებარე თავს გეოგრაფიული ნიშნით დავყოფთ პარაგრაფებად. პოზიტივიზმის წარმომადგენელი ქვეყნები ძირითადად საფრანგეთი და ინგლისი არიან, რომლებსაც განმანათლებლობით განმტკიცებული საკუთარი ძლიერი ემპირისტული ტრადიცია ახასიათებთ. გერმანიაში, ემპირიულ-კრიტიცისტული მიმდინარეობის გამონაკლისით, პოზიტივიზმი უფრო მატერიალიზმია. იტალიაში პოზიტივიზმი ევროპულ პოზიციებს ასახავს, და მხოლოდ არდიგო გამოირჩევა საშუალო დონის დანარჩენ მოაზროვნეთაგან.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9