1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რობ როდ როზ როი როკ რომ როჟ როტ როქ როშ

როტერდამელი ერაზმუს

(1467-1536 წწ.) - დეზიდერიუს ერაზმუსი რელიგიასა და კულტურას შორის სიმბიოზის ფიჩინოსეულ თემას უბრუნდება, მაგრამ არა ჭვრეტის, არამედ უფრო კულტურული და ფილოლოგიური თვალსაზრისით. ის ეწინააღმდეგება თეოლოგების დიალექტიზმსა (შრომები elogium moriae da enchiridion militis christiani) და fanatikos humanista filologizms (Ciceronianus). ერაზმუსი თანამედროვეთ ქრისტიანობის სათავეებთან, ახალი აღთქმისა და წმ. მამების სწავლებასთან, დაბრუნებას სთავაზობს. მისი აზრით, აქედან უნდა დაიწყოს გაუმჯობესება როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში. ფილოსოფიურ და თეოლოგიურ დიალექტიზმს ერაზმუსი უპირისპირებს „ქრისტიანულ ფილოსოფიას“, როგორც უშუალოდ პირველწყაროებიდან ნასაზრდოებ ცოდნას, ხოლო მრავალი ჰუმანისტის პედანტურ ფილოლოგიზმს კი - იდეალური შინაარსის ღირებულებას, რომელიც აფასებს კლასიკურობას და ქრისტიანული ცხოვრების იდეალის სამსახურში აყენებს მას (enchiridion militis christiani). ერაზმუსი ხშირად საკუთარ ფილოლოგიურ ცოდნას აყენებს ამ იდეალის სამსახურში: ამზადებს ახალი აღთქმის სამეცნიერო გამოცემას, თარგმნის მის ტექსტს და იღვწის ბიბლიის გავრცელებისთვის. ერაზმუსი თავისუფალი სულისკვეთებისა და, კულტურული თვალსაზრისით, არისტოკრატული პიროვნებაა, თუმცა კათოლიკობის არსზე უარის თქმასა და ეკლესიის ინსტიტუტის გაუქმებას არ აპირებს. მის კრიტიკასა და იდეებს თავისი წვლილის შეტანა შეეძლო ლუთერის რევოლუციურ მოღვაწეობაში, მაგრამ, როდესაც გერმანელმა რეფორმატორმა ერაზმუსს მისწერა და დახმარება სთხოვა, უარი მიიღო. ერაზმუსმა დაგმო ლუთერანული ამბოხი, მეტიც, 1524 წელს დაწერილ ტრაქტატში de libero arbitrio ის ამტკიცებს, რომ ხსნა თავისუფლებასა და მადლს შორის თანამშრომლობის შედეგია.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9