1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რაბ რაგ რად რაი რამ რან რაო რას რატ რაფ რაშ რაც

რაციონალიზმი

  1. დეკარტის ფილოსოფიიდან იღეის სათავეს. რაციონალიზმს ახასიათებს აპრიორული მსვლელობა, რადგანაც ის რეალობის შესახებ წინასწარი პრინციპების სახით დასმული ცნებების მეშვეობით მსჯელობს. ამ პრინციპებიდან დედუქციის მეთოდით შემდგომი პრინციპები უნდა გამოვიყვანოთ. რეალობის დასახასიათებლად რაციონალიზმი საკმარისად მიიჩნევს გონებრივ პროცესებს. დიდი „სისტემების“ შემუშავება რაციონალიზმის დამსახურებაა, რომელიც მუდამ რეალობის ამომწურავი სურათის შექმნას ესწრაფვის. საკუთარი სისტემები შეიმუშავეს დეკარტმა, სპინოზამ, მალბრანშმა და ლაიბნიცმა. ლაიბნიცის სისტემა კი ვოლფის დახშულ და მშრალ სისტემამდე იქნა დაყვანილი. ეს ფილოსოფოსები ამკვიდრებენ უნივერსალურ პრინციპებს, მათემატიკურ მსვლელობას, დედუქციას, მოაზროვნე გონების თითქმის ექსკლუზიურ გამოყენებას.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. რწმენა, რომ სამყაროს გაგება და ახსნა შესაძლებელია ადამიანის გონების დახმარებით, რაც ეფუძნება დაშვებას, რომ მას რაციონალური სტრუქტურა აქვს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9