(1823-1892 წწ.) – ფრანგული პოზიტივიზმის წარმომადგენელი. მან პოზიტიური მეთოდი წმინდა წერილისა (იესოს ცხოვრება) და ფილოსოფიის ისტორიის (იხ. მისი შრომები ავეროიზმის ისტორიის შესახებ) შესწავლისას გამოიყენა. რენანმა, როგორც ყოფილმა მღვდელმა, იმდროინდელ მეცნიერულ ატმოსფეროში საკუთარი წვლილის შეტანა მოისურვა; ის წინასწარმეტყველებდა ისეთი წყობის დადგომას, რომლის დროსაც მეცნიერება რელიგიის როლს დაიკავებდა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]