1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სპა სპე სპი სპო

სპირიტუალისტური არამატერიალიზმი

ფილოსოფოს ჯორჯ ბერკლის ( 1685– 1753) დოქტრინაა, რომელიც „esse est percipi“ თეზისის ძალით გამორიცხავს საგანთა „აბსოლუტურ“ არსებობას, ანუ გონებისგან დამოუკიდებელ მატერიალურ რეალობათა არსებობის შესაძლებლობას. ბერკლისთვის ყოველივე, რაც არსებობს, იდეაა, ანუ სული. „იდეათა, ანუ შემეცნების ობიექტთა ამ უსასრულო მრავალფეროვნების გარდა, არსებობს რაღაც, რაც შეიგრძნობს, ანუ შეიცნობს ამ იდეებს და მათ მიმართ სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს, როგორიცაა, მაგალითად, სურვილი, წარმოდგენა, გახსენება, და ა.შ. ამ არსებას, რომელიც შეიგრძნობს და მოქმედებს, ჩვენ „გონებას“, „სულს“, „სამშვინველს“, „მე“-ს ვუწოდებთ
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9