1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შლა

შლაიერმახერი ფრიდრიჰ

(1768-1834 წწ.) - პროტესტანტი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ბრესლავიაში დაიბადა. ოჯახსა და სამეგობრო წრეში პიეტისტურ პრინციპებზე დაფუძნებული აღზრდა მიიღო, კულტურულად რომანტიზმის გარემოში ჩამოყალიბდა და რელიგიური პრობლემისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარებით გამოირჩეოდა. 1802 წელს ის კარის მქადეგებლად დანიშნეს, თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორ წელიწადს დარჩა. 1804 წელს შლაიერმახერი ჰალეს უნივერსიტეტის პროფესორად დანიშნეს, 1806 წელს კი ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი გახდა, ამასთანავე ეწეოდა ფართო კულტურულ საქმიანობას.
შლაიერმახერის შრომებიდან აღსანიშნავია: „საუბრები რელიგიის შესახებ“ (1799 წ.); „მონოლოგები“ (1800 წ.); „დიალექტიკა“; „ესთეტიკა“; „ქრისტიანული რწმენის პრინციპები ევანგელიკური ეკლესიის თანახმად“, ორგანულად წარმოდგენილი (1822); „ქადაგებანი“. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შლაიერმახერის მიერ გერმანულად ნათარგმნ პლატონის „დიალოგებს“.
შლაიერმახერთან საგრძნობია სპინოზასა და მის თანამედროვე რომანტიკოსთა, განსაკუთრებით კი-შელინგის-გავლენა. რელიგიურ გამოკიდებულებას ის ადამიანის ყველაზე ნაყოფიერ და რადიკალურ დამოკიდებულებად მიიჩნევს, ამიტომაც თავად ფილოსოფოსი მხოლოდ წიგნების დაწერით არ შემოფარგლულა, ის მქადაგებელი და სულიერი მრჩეველიც იყო.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9