1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დედა ტერეზა

აგნეს გონჯა ბოიაჯუ, უფრო ცნობილი თავისი მონაზვნური სახელით - დედა ტერეზა, რომელიც დაიბადა ბალკანეთში, ევროპაში, 1910 წელს და გარდაიცვალა კალკუტაში, ინდოეთის შუაგულში, 1997 წელს, ის ადამიანია, ვინც მიუსაფართათვის მსახურებით განასახიერებდა ქრისტიანულ გულმოწყალებას XX საუკუნეში. თავისი ამ ღვაწლით იგი იხვეჭს მთელი მსოფლიოს პატივისცემას, მრავალ საერთაშორისო ჯილდოს (მათ შორის ნობელის მშვიდობის პრემიას), აგრეთვე ნამდვილ მეგობრობას მსოფლიოს მესაჭეებთან: პაპებთან, პრეზიდენტებთან და მეფეებთან. ამის მიუხედავად, დედა ტერეზა ძველებურად აგრძელებს ყოველდღიურ სამუშაოს მის მიერ შექმნილ ორდენში, რითაც არ ღალატობს თავის დაჟინებულ მტკიცებას, რომ აუცილებელია თავის დამდაბლება. უდიდესი სახელისა და პოპულარობის მიუხედავად, იგი უპირველესად რჩება გულმოწყალების მისიონერთა ორდენის დამაარსებლად, რომელიც დღეს 4500-ზე მეტ დასა და ძმას აერთიანებს, რომლებიც 364 სახლში შრომობენ.
Source: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული... / დედა ტერეზა; [მერაბ ღაღანიძის რედ.; მხატვ.: ვაჟა ორბელაძე]; ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი. - თბ.: ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრის გამ-ბა, 2004. - 199გვ.; 20სმ. - (სულიერი მემკვიდრეობა, 1). - ISBN: 99928-0-988-4: [ფ.ა.][MFN: 21384]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9