კომუნიკაცია სიტყვების გარეშე, ხმის ტონის, მანერების, გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და ურთიერთბობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.
Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
ყოველდღიურ სამსახურებრივ ურთიერთობაში უდიდესი როლი ენიჭება. არავერბალურ კომუნიკაციაში გამოიყენება ნებისმიერი სიმბოლოები გარდა სიტყვებისა, თუმცა, ისინი სიტყვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ინფორმაციის გადაცემისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამომეტყველება, ინტონაცია, ჟესტიკულაცია. ძირითადად ხდება არავერბალური და ვერბალური სიმბოლოების ერთდროულად გამოყენება, რაც აძლიერებს ან ცვლის სიტყვის მნიშვნელობას.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ნოემბერი 2009.
უფრო ადრეულია, ვიდრე ვერბალური; ადამიანები მეტყველების დაწყებამდე ურთიერთობისათვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ; ადამიანებთან კომუნიკაციისათვის საჭიროა ვიცნობდეთ სხეულის ენას, რათა: წავიკითხოთ ჩვენი მოსაუბრის არავერბალური ინფორმაცია ანუ გვესმოდეთ სხეულის ენა (ჟესტები, მიმიკა, სივრცის ათვისება) და ამით გავიგოთ მოსაუბრის მდგომარეობა. დავაკვირდეთ საკუთარი არაცნობიერის ასეთივე გამოვლინებებს და ორგანიზება გავუკეთოთ მათ, ცნობიერად ვმართოთ. არავერბალური კომუნიკაციით საუკეთესოდ გამოიხატება ემოციები, დამოკიდებულება, მიმართულება, რაც ძნელად გამოითქმის სიტყვებით; არავერბალური კომუნიკაცია უფრო სანდოდ და გულწრფელად არის მიჩნეული, ვიდრე ვერბალური, რადგან არავერბალური მანიშნებლების კონტროლიუფრო ძნელია, ვიდრე სიტყვების; თუ მათ შორის შეუსაბამობაა, ადამიანები უფრო მეტად არავერბალურ ინფორმაციას ენდობიან.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №13,-თბ,- 2010