1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოფი ოფს ოფშ ოფც

ოფშორი

E. of-shore
ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „სანაპიროდან დაშორებით“, „საზღვრებს გარეთ“, „ღია ზღვაში“, „იზოლირებული“. თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ეს ტერმინი ნებისმიერი საქმიანობის მიმართ გამოიყენება, რომელიც ხორციელდება გარკვეული ტერიტორიის - ოფშორული ზონის საზღვრებს გარეთ. ტერმინი „ოფშორი“ პირველად XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშშ-ში გამოიყენეს. ეს, უპირველესად, აიხსნება ადამიანების მიერ გადასახადების თავიდან აცილების სურვილით, აგრეთვე, საერთაშორისო ვაჭრობის აქტივიზაციისა და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მიზიდვის მცდელობით, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესებას ეფუძნებოდა. ოფშორული ზონები, ჩვეულებრივ, მცირე სახელმწიფოები და ტერიტორიებია. ისინი ძირითადად განლაგებულია ზღვის სანაპიროებსა და განვითარებული საერთაშორისო ტურიზმის ადგილებში და ახორციელებენ უცხოური კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკას, საგადასახადო და სხვა სახის შეღავათების გამოყენებით.
ოფშორულ ზონად ითვლება ქვეყანა, ან ტერიტორია, რომლის კანონმდებლობაში ნებადართულია რეგისტრაციის ქვეყნის ან ტერიტორიის გარეთ მოქმედი წყაროებიდან მოგების მიმღები კომპანიის (ოფშორული კომპანიის) რეგისტრაცია. ოფშორული ბიზნესი გადასახადების თავიდან აცილების, ან მათი შემცირების და მოგების გადიდების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ოფშორული ოპერაციაა, ანუ ესაა ბიზნესი, რომელიც ხორციელდება მოცემული იურისდიქციის საზღვრებს გარეთ, აქვს შემოსავლების უცხოური წყარო და შეღავათიანი დაბეგვრა.
ძირითადად ოფშორული კომპანიების სამ სახეს გამოყოფენ: არარეზიდენტი კომპანია (nonresident), გადასახადებისგან განთავისუფლებული კომპანია (exempt) და საერთაშორისო ბიზნესის კომპანია (International Business Company).
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ნოემბერი 2009.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9