1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჟა ჟე ჟი ჟუ
ჟამ ჟან

ჟამთააღმწერლობა

ამბავი, რომელიც ხდება რაღაც დროის განმავლობაში გაურკვეველ სივრცეში. ეს ამბავი არ არის სივრცით განსაზღვრული. მის ძირითად თემას წარმოადგენს დროის მონაკვეთი, რომელიც სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება. ეს დროის მონაკვეთი, როგორც წესი, მოზომილია ვინმე ერთი სუბიექტის მიხედვით და საითაც „წავა“ ეს სუბიექტი, იქითკენ გაჰყვება ჟამთააღმწერლობა, იმ სივრცეს მოიცავს, ყოველგვარი წინასწარი დადგენის გარეშე. ამიტომაც, ჟამთააღმწერლობაში მთავარი მოქმედი პირის გარდა (ვისზეც იწერება ამბავი), ყველა „შემთხვევითია“. - ასეთი ამბავი არის მონაკვეთი, ხაზი, რომელიც გაშლილია ნებისმიერ სიბრტყეზე, მაგრამ აქვს დასაწყისი და დასასრული და რადგანაც დრო ამ შემთხვევაში სწორი ხაზია, ის შეიძლება სივრცის ნებისმიერ წერტილში მოხდეს. ერთადერთი შემზღუდველი ამ შემთხვევაში არის მონაკვეთის სიგრძე და მიმართულება.
Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9