1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური დაცვის ლიბერალური მოდელი

დამახასიათებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, კანადისა და დიდი ბრიტანეთისათვის, სადაც უმთავრესია კერძო საკუთრება, საბაზრო ურთიერთობები და ლიბერალური შრომითი ეთიკა. მოცემული მოდელის ფუნქციონირების ძირითადი პირობაა სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში და მარეგულირებელი ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვა. ლიბერალური სოციალური მოდელის მქონე ქვეყნებში მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა ხორციელდება მაღალ დონეზე განვითარებული სადაზღვევო სისტემის საშუალებით, რომელშიც სახელმწიფო თითქმის ერევა და მხოლოდ გარკვეული გარანტიების რეგულირებით შემოიფარგლება. ამ ქვეყნებში სადაზღვევო შენატანები, როგორც წესი, დაბალია და ადგილი არა აქვს მნიშვნელოვან ტრანსფერულ დანახარჯებს, რომლებიც (უცხოური გამოცდილების ანალიზი) მანანა მჭედლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შრომის ბაზარი და დასაქმება ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსახლეობის ეფექტური დასაქმება. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მთავრობა ღებულობს შესაბამის კანონმდებლობას და შეიმუშავებს ღონისძიებათა კომპლექსს, ანუ, ახორციელებს დასაქმების მიზანმიმართულ პოლიტიკას. განვითარებულ ქვეყნებს დასაქმების და სოციალური დაცვის პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. გამოიყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების დახმარებისა და სუბსიდირების მიზნით. მატერიალურ დახმარებას მისამართული ხასიათი აქვს და გაიცემა მისი საჭიროების მკაცრი შემოწმების საფუძველზე.ლიბერალურ მოდელში შექმნილია მაქსიმალური პირობები სამეწარმეო აქტივობის განვითარებისთვის. საწარმოთა მესაკუთრეები არ არიან შეზღუდული საწარმოს განვითარებაზე, რესტრუქტურიზაციას, ან არასასურველი პერსონალის გათავისუფლებაზე მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ყველაზე მეტად დამახასიათებელია აშშ-ში მოქმედი საბაზრო სისტემისთვის, სადაც, კანონმდებლობის თანახმად, საწარმოს ადმინისტრაციას, წარმოების შემცირების ან მოდერნიზაციის შემთხვევაში, უფლება აქვს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლოს ნებისმიერი მომუშავე, მათი სტაჟის, დამსახურების ან კვალიფიკაციის მიუხედავად.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ნოემბერი, 2009.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9