1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური დაცვის კონსერვატიული (კორპორატიული) მოდელი

დამახასიათებელია სოციალლურ საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული კონტინენტური ევროპის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ავსტრია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ამ ქვეყნებში სახელმწიფოს გაცილებით უფრო ძლიერი პოზიცია უკავია, შესაბამისად, გადანაწილების ძირითადი არხები ან მთლიანად სახელმწიფოს ხელშია, ან მკაცრად აკონტროლებს მას. სოციალურ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები მომუშავეთა და დამქირავებელთა სადაზღვევო შენატანებს უტოლდება. მოქალაქეების სოციალური დახმარება გარკვეული პროპორციით დამოკიდებულია შრომით შემოსავლებზე, შესაბამისად, მოქალაქის სადაზღვევო შენატანის სიდიდეზე. ამ მოდელის განსაკუთრებული თავისებურებაა სადაზღვევო სალაროების ე.წ. თვითმმართველობა, რასაც დაქირავებულთა ინტერესების დამცველი ძლიერი პროფკავშირები და საწარმოთა მესაკუთრეები განკარგავენ. უმუშევრობის შემთხვევაში გარანტირებული დახმარების სიდიდე დამოკიდებულია მუშაობის სტაჟზე, ხოლო დახმარების ხანგრძლივობა, სადაზღვევო შენატანების სიდიდეზე, ხანგრძლივობასა და მომუშავის ასაკზე.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ნოემბერი, 2009.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9